გახარია ზუგდიდში იმყოფებოდა

გიორგი გახარია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. ზუგდიდის ადმინისტრაციული შენობიდან გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებთან არ განუცხადებია თუ რა საკითხზე შედგა შეხვედრა.

"აქ შეხვედრა მქონდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან. შესაბამისად, ფოთშიც შევხვდებით," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარია ზუგდიდიდან ფოთში გაემგზავრა.