გახარიამ ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს - ირაკლი კობახიძე

"მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს",- ამის შესახებ პართია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ექს პრემიერ-მინისტრზე, გიორგი გახარიაზე განაცხადა.

მისი თქმით, 17-18 თებერვალს გახარიამ მოიტყუა.

"გახარიამ მოიტყუა პირველ რიგში 17-18 თებერვალს და ეს იყო ძალიან მძიმე ტყუილი. სამწუხაროდ ეს რეჟიმი გრძელდება და ამის ნიშნებს მკვეთრად დაინახავს საზოგადოება. მან ზურგში დანა დაარტყა საკუთარ გუნდს რაც ძალიან მძიმე ნაბიჯი მისი მხრიდან", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.