გახარიას გუნდს ლევან დოლიძე უერთდება

საქართველოს ყოფილი ელჩი NATO-ში, ლევან დოლიძე, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

მისი თქმით, გახარიას გუნდის დაფუძნებით ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირდება.

"მინდა, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას. მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში პირველად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმზე, აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს",-  განაცხადა ლევან დოლიძემ.