გამიმართლა, ძალიან საყვარელი ადამიანია - ნანუკა ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელეს, აცხადებს, რომ მისი ძირითადი კონკურენტი "ქართული ოცნების" კანდიდატია. 

მისივე თქმით, გაუმართლა, რადგან ღირსეული კონკურენტი შეხვდა. 

„ქართული ოცნებაა“ იქნება ჩემი მთავარი კონკურენტი. ბატონი გივი ჭიჭინაძე, ამ შემთხვევაში, ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელიც არაჩვეულებრივად მღერის. 

ძალიან კეთილი და საყვარელი ადამიანია, ყველა ასე ახასიათებს და ის ძალიან უყვართ. შესაბამისად, მე გამიმართლა რომ ღირსეული კონკურენტი მყავს,“- განაცხადა ჟორჟოლიანმა.