გამოსავალი არის ერთი - მამუკა ხაზარაძე

გამოსავალი ერთია - გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაგენლობა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
 ხაზარაძის თქმით, 

 "არჩევნები გაყალბდა. ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი. გამოსავალი ერთია - გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაგენლობა და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები. საქართველო 40 წის განმავლობაში არის ერთ წრეში და მონაწილეობას იღებს იმ კინოში, რომელიც თავად შევქმენით, თავის არჩევნების გაყალბებით. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილში და ახალი ცხოვრება უნდა დავიწყოთ. მაშინ, როდესაც ტყუილზე ვიტყვით უარს. ხელისუფლების გადაბარებამდე უნდა ჩატრდეს სამართლიანი არჩევნები. ჩვენ დღემდე ვსაუბრობთ რაღაც კარუსელებზე, გაყალბებულ ოქმებზე...  ასე ცხოვრება ვერ გაგრძელდება, ჩვენ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ და ქვეყანა ვერასოდეს დადგება ფეხზე, თუ სამართლიანი  და ისეთი გამჭვირვალე არჩევნები არ ჩატარდება ქვეყანაში, რომელშიც ეჭვი არავის შეეპარება. პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს იმ შეცდომებზე რაც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ხდება ქვეყანაში, აღარაფერს ვამბობ ბოლო რვა წელზე”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ცნობისთის, მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად იგივე ფორმატში მოლაპარaკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან მიმდინარეობს.