გავაგრძელებთ NATO-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას, მალე დავბრუნდები - კოლომინა

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"დავემშვიდობე საქართველოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესანიშნავი შეხვედრით. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ NATO-ს ჩართულობის გაუმჯობესებისთვის გზების ძიებას. მე მალე დავბრუნდები", – წერს კოლომინა.

NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოში რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა.