გედევან ფოფხაძემ პარტია დატოვა

გედევან ფოფხაძემ პარტია "ერთიანი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში ადასტურებენ.

პარტიაში ამბობენ, რომ ფოფხაძემ გადაწყვეტილება არჩევნებიდან მალევე მიიღო, თუმცა რა გახდა მიზეზი ჯერ უცნობია.