გერმანიის ელჩმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იუბილე ქართულად მიულოცა

გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს იუბილე ქართულად მიულოცა.

„ყველას მოგესალმებით პატივცემულო ჯარისკაცებო, ვინც სამშობლოში ხართ და სამშობლოს გარეთ: ავღანეთში, აფრიკაში, ამერიკასა თუ გერმანიაში. გილოცავთ, საქართველოს შეიარაღებული ძალების 30 წლის იუბილეს. გისურვებთ დიდ წარმატებას“, - განაცხადა ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.