ღირსების მარშის უკან სააკაშვილი დგას - ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღირსების მარშის უკან ოპოზიცია დგას. 

"დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები. კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ისინი არიან ჩართულები, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს და რა თქმა უნდა, მათი მიზანია დღეს ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ჩვენ არ დავუშვებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე „თბილისი პრაიდის“ აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში ჟურნალისტებსა და ჰომოფობიუს ჯგუფებს შორის დაპირისპირებაა, რადიკალური ჯგუფები პოლიციასაც დაუპირისპირდნენ.