გიგი უგულავა დააჯარიმეს

სიტყვიერი დაპირისპირება იყო "ევროპული საქართველოს" ლიდერებსა და სამართალდამცველებს შორის.

სამინისტროსთან მათ პლაკატების გაკვრა აუკრძალეს.

გიგი უგულავამ სამართალდამცველებს ჰკითხა, კონსტიტუციის რომელი მუხლის შესაბამისად მივიდნენ ადგილზე, რაზეც პოლიციამ უპასუხა: "საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის შესაბამისად."

ამის შემდეგ ადგილზე მუნიციპალიტეტის ინსპექციის მონიტორინგის სამსახური მივიდა და პარტიის გენერალური მდივანი ქალაქის იერსახის დამახინჯების გამო დააჯარიმა.