გიგი უგულავა დემონსტრანტებს ურჩევს ენერგიას გაუფრთხილდნენ

გიგი უგულავა აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ენერგიას გაუფრთხილდნენ. ამის შესახებ მან განცხადება აქციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. "ევროპული საქართველოს" წევრის თქმით, აქციები გრძელვადიანად გაგრძელდება და აქციის მონაწილეებს დასჭირდებათ ენერგია ამისთვის.

"მუდმივად ღამე აქციების ტარება ნიშნავს, რომ გამოვფიტოთ თქვენი ენერგია. ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა. ივანიშვილის ერთ დღეში და ორ დღეში არ დანებდება.ჩვენი ენერგია არ უნდა დავხარჯოთ ტყუილად,"-განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით აქციის მონაწილეები უნდა მობილიზდნენ ორშაბათისთვის, როდესაც მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.