გიორგი ბარამიძე ჯარიმის გადახდას არ აპირებს

,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე და მისი მეუღლე დაუმორჩილებლობის აქციაში მონაწილეობისთვის დააჯარიმეს.

გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს. მისივე თქმით, ქვეყანაში ,,კომენდანტის საათი" პოლიტიკური მოტივითაა დაწესებული.

,,ეს იყო პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკური მოტივით დაწესებულ უაზრო შეზღუდვას ვაპროტესტებდით. აღვნიშნავ, რომ მე ყველა შეზღუდვის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგალითად, ეს არის, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და სხვა გონივრული შეზღუდვა. თუმცა, როგორიც არის კომენდანტის საათი და სხვა ამგვარი შეზღუდვა, პოლიტიკური მოტივით არის დაწესებული და ამიტომ, ჩვენ პოლიტიკური აქტი განვახორციელეთ იმ დღეს. წინასწარ ვიცოდით, რომ ფორმალურად, შესაძლო იყო დავეჯარიმებინეთ. მაგრამ, რადგან ეს პოლიტიკური აქტი იყო ჩვენი მხრიდან, ამ ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ და ვაპირებ, რომ, ეს სასამართლოში გავასაჩივრო," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.