გიორგი გახარია ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინსიტრს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრს, კაია კალასს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. 

როგორც მთავრობის მეთაური, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, ის დარწმუნებულია, რომ ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.

„ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.