გიორგი გახარია კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. 

„ვულოცავ შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, ფიცის დადებას. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რაც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ უფრო დინამიურს გახდის“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცი დადო.

კელი დეგნანის ფიცის დროს წარმოთქმული სიტყვა საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.