გიორგი გახარია: სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი

სიმშვიდე და მშვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკაზე კონცენტრირებულებმა კეთილდღეობისთვის უფრო მეტი საშუალება მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

პრემიერის თქმით, სომეხ კოლეგასთან შეხვედრისას ასევე განიხილეს რეგიონული საკითხები, მათ შორის ხაზი გაესვა საერთაშორისო პლატფორმებზე ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობას.