გიორგი გახარია ჯორჯ კენტს და კრისტოფერ სმიტს შეხვდა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სამუშაო სადილი გამართა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ჯორჯ კენტთან და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის დირექტორთან კრიტსოფერ სმიტთან.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს პარტია "საქართველოსთვის" სამომავლო გეგმებზე, რეფორმების დღის წესრიგზე და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.