გიორგი გახარია აშშ-ში სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია სენატორ ჯიმ რიშს შეხვდა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო გიორგი გახარიას და პარტია "საქართველოსთვის" მიერ განსაზღვრულ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიის განვითარებისთვის გასატარებელ რეფორმებს გულისხმობს.

გახარიამ სენატორთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა უსაფრთხოების იმ გამოწვევებზე, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში უდგას, როგორც ადგილობრივ ისე რეგიონულ დონეზე.