გიორგი ვაშაძემ ირაკლი ღარიბაშვილს უფასო სასადილოდან საჭმელი მიუტანა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ანგარიშსაც დღეს პარლამენტში უსმენენ, უფასო სასადილოდან საჭმელი მიუტანა. ვაშაძე შესაბამის ფოტოსაც აქვეყნებს.

"პრემიერ ღარიბაშვილისთვის მოვიტანეთ უფასო სასადილოს საჭმელი.

ველოდები სადილზე, რომ გავასინჯო, რისი ჭამა უწევთ ყოველდღიურად მშიერ ადამიანებს!" - წერს გიორგი ვაშაძე.