გიორგი ვაშაძეს "ნაციონალური მოძრაობის" და ნიკა მელიას კომპლექსი აქვს - აკაკი მინაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი აკაკი მინაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 

როგორც მინაშვილი აცხადებს, ვაშაძეს "ნაციონალური მოძრაობის" და ნიკა მელიას კომპლექსი აქვს.

"მესმის, გიორგი ვაშაძეს გამოსავალი არ აქვს, ცოტა დაბნეულია. ალბათ გარკვეულწილად გრძნობს უხერხულობას. მეორე მხრივ, მას აქვს "ნაციონალური მოძრაობის" და ნიკა მელიას კომპლექსი. ადამიანი არის დაპატიმრებული და ჩვენი, ყველას ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გამოუშვან ნიკა მელია და ამ დროს, ის იწყებს ლაპარაკს პოლიტიკურ განლაგებებზე ადგილობრივი არჩევნებისთვის.

რა მესამე ძალაზე ლაპარაკობს? თან ამაზე ლაპარაკობს წლებია. ზოგადად, მესამე ძალა რომ გახდე, უნდა გქონდეს თავი და შნო. ხელოვნურად კი არ ხდება მესამე ძალის შექმნა, ხმები უნდა აიღო, ამომრჩევლის მხარდაჭერა უნდა მოიპოვო", - განაცხადა აკაკი მინაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.