გირაოს არ იხდის ადამიანი, როგორ შეიძლება მას დავარქვათ პოლიტპატიმარი - ვიქტორ სანიკიძე

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ვიქტორ სანიკიძის განცხდებით, ნიკა მელია პოლიტპატიმარი არაა.

მისი თქმით, მელიას შეუძლია გირაოს გადახდა და საპატიმროს დატოვება და არ იხდის.

"როდესაც გირაოს გადახდაზეა საუბარი და ადამიანი არ იხდის, როგორ შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური პატიმარი? მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, კონგრესმენის დაკავებასთან მიმართებით, იმ ადამიანს რომ ჰქონოდა გირაო შეფარდებული, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გადაიხდიდა, გარეთ იქნებოდა და არ გადაიტანდა ამას სხვა იმაში," - განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.