"გირჩი - მეტი თავისუფლებამ" სისხლიან ბანერს "მოდი რეფერენდუმზე" გადააკრა

პოლიტიკურმა პარტიამ "გირჩი - მეტი თავისუფლება" დედაქალაქში გამოკრულ ბანერს, წარწერა "მოდი რეფერენდუმზე" გადააკრა. 

თბილისსა და რეგიონებში 17 ოქტომბრის ღამით გამოჩნდა რამდენიმე ბანერი, რომელსაც "არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს" აწერია.