"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერები მოსახლეობას უფასო ტაქსებით ემსახურებიან

"გირჩი მეტი-თავისუფლების" ლიდერები, ზურა ჯაფარიძე, ცოტნე კობერიძე და ტორესა მოსი, თბილისის დედაქალაქში მოქალაქეებს მინი ვენით უსასყიდლოდ ემსახურებიან.

ამ ფორმით პარტიის წევრები, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებულ შეზღუდვას აპროტესტებენ.

როგორც პარტიის ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ამბობს, ისინი მოქალაქეებს მთელი ქალაქის მასშტაბით ემსახურებიან. აქცია-პერფორმანსი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.