"გირჩმა" შარლ მიშელის განახლებულ დოკუმენტს ხელი მოაწერა

პოლიტიკურმა პარტია "გირჩმა" ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ საბოლოო დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დოკუმენტს ხელი სამმა დეპუტატმა - იაგო ხვიჩიამ, ვახო მეგრელიშვილმა და ალექსანდრე რექვიაშვილმა მოაწერა.

"გირჩის სამმა დეპუტატმა დღეს, ჩვენი "ფეიჯის ლაივში" ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს",- აცხადებენ "გირჩში"