გოგი წულაია "თავისუფალ საქართველოს" ტოვებს

პარტია "თავისუფალ საქართველოს" თანათავმჯდომარემ, გოგი წულაიამ პარტიის დატოვება გადაწყვიტა. როგორც თავად პოლიტიკოსი ამბობს, ის  ახალი პარტიის შექმნას აპირებს.

წულაია სამომავლო გეგმებზე ხვალ, 11:00 საათზე პარლამენტის ყოფილ შენობასთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრებს.

გოგი წულაია პარტია "თავისუფალ საქართველოს" წევრი დაახლოებით ათი წელი იყო.