გომელაურთან უმწვავესი კითხვები გვაქვს - ბადრი ჯაფარიძე

ვახტანგ გომელაურთან უმწვავესი კითხვები გვაქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ჩვენ ვითხოვდით, რომ არა მარტო მას აეღო 5-6 ივლისის მოვლენებზე პასუხისმგებლობა, არამედ მთავრობის მეთაურსაც, ეს მოთხოვნა არ შეცვლილა. მაგრამ, გომელაურის პარლამენტში მოსვლის შესაძლებლობას გამოვიყენებთ რომ მას დავანახოთ - შს სამინისტრომ აბსოლუტური უმოქმედობა გამოავლინა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების, მათ შორის, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით დეპუტატები შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს 18 ივლისს მოუსმენენ.