გოცირიძე საზღვრების გახსნაზე: გაურკვეველია რა კრიტერიუმებით მიიღეს გადაწყვეტილება

"გაურკვეველია რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, შერჩევის კრიტერიუმები გაუგებარია. 

დეპუტატი იმ რისკებზეც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს.

"გაურკვეველია რა კრიტერიუმებით მოხდა გადაწყვეტილება, რომ 5 ქვეყანას გაუხსნან საზღვარი უპირობოდ. მაგალითად ვუხსნით საზღვარს საფრანგეთს სადაც იყო საშინელი პანდემია და ფაქტობრივად ჩაკეტილია საზღვარი მონტენეგროსათვის, სადაც არ იყო გავრცელებული ეს ვირუსი. ძალიან გაურკვეველია, თუ რატომ არ არის აუცილებელი მოთხოვნა ტესტირების პასუხისა და რატომ არის სერიოზული რისკის ქვეშ უკვე დაყენებული ქვეყანა, როდესაც ერთადერთ კრიტერიუმად საზღვარზე ტემპერატურის გაზომვა ითვლება," - განაცხადა გოცირიძემ.