გრიგოლ ვაშაძე განმარტებას ავრცელებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას ავრცელებს.

"დამატებით განვმარტავ:

1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;

2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი - სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;

3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;

4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო." - აღნიშნულია ვაშაძის განმარტებაში. 

ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და განაცხადა, რომ პროცესი სასწრაფოდ უნდა გადაიტანონ მოლაპარაკების მაგიდასთან და ქუჩა, საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლდეს.