გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ საპატიმრო დატოვა

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად სუსტად არ გამოიყურება, თუმცა შიმშილობის შედეგები მის ენერგიაზე ასახულია. 

გრიგოლ ვაშაძემ არ ისურვა იმ დეტალების გამხელა, რაზეც პრეზიდენტ სააკაშვილთან ისაუბრა.

"წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე, საერთოდ იმ ბალაგანზე, რასაც საქართველოში პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა, მეგობრობა და მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული. ფიზიკურად არ არის დასუსტებული, მაგრამ ეტყობა რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს, რადგან შიმშილობის 23 დღეა და გონება როგორც ყოველთვის სამართებლვით აქვს, მაგრამ 23 დღე შიმშილობა, გინდა წყალი სვი, გინდა წვენი სვი... გასაგებია, რომ ბობი სინსმა 77 დღე იშიმშილა გაერთიანებული სამეფოს ციხეში, მაგრამ სადღაც ოცდარაღაცა დღის შემდეგ, ადამიანი არაფრად აღარ ვარგა", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.