გვაკლიან, გვენატრებიან - იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობაზე"

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში სასწრაფოდ უნდა შემოვიდეს. 

მისი თქმით, ამ პარლამენტს 35 ოპოზიციონერ დეპუტატზე უარის თქმის უფლება არ აქვს. 

"სასწრაფოდ უნდა შემოვიდნენ, უკვე აგვიანებენ. გვაკლიან, გვენატრებიან. ამ პარლამენტში 35 ოპოზიციონერ დეპუტატზე უარის თქმის უფლება არ გვაქვს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.