გვარამია: შანსი არ აქვს, გამორიცხულია

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ "ნაციონალურ მოძრაობას" "ევროპული საქართველო" არ გამოეყოფოდა, ერთი სუბიექტი მარტივად დაამარცხებდა "ქართულ ოცნებას".

გვარამიას თქმით, მიუხედავად ამისა, "ოცნება" ამ ორ პარტიასთან ჯამში მაინც დამარცხდება.

"ვუყურე ნაცების გორის აქციას და ევსაქებისას - ქუთაისში.

რომ არ დაშლილიყვნენ, ერთი სუბიექტი მოუგებდა ოცნებას, ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე. ძალიან საწყენია. მარა არა უშავს, ახლაც ჯამით მოუგებენ ბიძინას ეს ორი პარტია. და არ დაგვავიწყდეს, რომ კიდევ სხვებიც დაემატებიან. მოკლედ, შანსი არა აქვს ივანიშვილს. გამორიცხულია", - წერს ნიკა გვარამია.