ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს ხვდება

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ხვდება.

ინფორმაციას ევროკავშირის საბჭო „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს გუშინ ორჯერ შეხვდა.