გიორგი მარგველაშვილი: ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, - ამის შესახებ მარგველაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარიზმის არჩევით, წითელი ხაზი გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ არის ეროვნული ერთობა, არ არის ევროპული გზა, რასაც ვერ ვუყურებ. ვბრუნდები აქტიურ პოლიტიკაში. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად“, – წერს გიორგი მარგველაშვილი სოციალურ ქსელში.