დავით ზალკალიანი აშშ-ს ეწვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 4-7 თებერვალს ვაშინგტონს ეწვევა. ამის შესახებ report.ge-ს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 

საგარეო უწყების ინფორმაციით, დავით ზალკალიანი ამერიკის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს რელიგიის თავისუფლების კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ასევე ექსპერტულ წრეებთან.