,,ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა გაიმართება. 

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საარჩევნო სისტემა და მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილის მიერ მომზადებული კანონპროექტი იქნება, რომელიც სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ეხება.

უმრავლესობის სხდომა 11:00 საათზე დაიწყება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.