იგეგმება თუ არა საარჩევნოდ ოპოზიციის გაერთიანება - სერგო ჩიხლაძის განმარტება

"სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენლის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საარჩევნოდ, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ იგეგმება.

მისივე თქმით, ყველა ოპოზიციური პარტია არჩევნებზე ეცდება, რომ "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ აიღოს.

"ოპოზიციური პარტიების გაერთიანება არ იგეგმება - ვინც იტყვის, რომ პარტიები არჩევნებზე ერთად გამოვალთ, ეს არის ტყუილი, ეს არის შეუძლებელი. ჩვენი მიზანია, ჩვენ ჩვენი ამომრჩევლის ხმები მაქსიმალურად წამოვიღოთ, რათა "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ აიღოს. ახლა ეს არის ყველაზე მთავარი და პირველხარისხოვანი, რაც ვერავითარი გაერთიანებით ვერ მოხდება. თუკი ყველა პარტია ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიის ქვეშ გაერთიანდება, 26% გახდება 57%?! არა - დარჩება 26%. ასეთი გაერთიანება ლოგიკურადაც აზრს მოკლებულია. თუკი ერთი არჩევანი დარჩება, ჩემი ამომრჩეველი იმ ერთს ხმას არ მისცემს", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.