იქნებ ადრესატის ყურამდე მივიდეს, სანამ სავალალო შედეგი დამდგარა - რა ხდება 161-ე სკოლაში - VIDEO

სოციალური ქსელის მომხმარებელი დაკო სუდაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ავტორის თქმით, 161-ე სკოლის კედელია ასახული, რომელსაც დიდი ბზარი აქვს. 

სუდაძე წერს, რომ თუ ინფორმაცია ადრესატამდე არ მივა, შესაძლოა, შედეგი სავალალო იყოს.

"ეს ბზარები თბილისის ცენტრში, იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე საჯარო სკოლას აქვს, კომენტარი თქვენთვის მომინდვია... მეგობრებო გთხოვთ გააზიაროთ. იქნებ ადრესატის ყურამდეც მივიდეს, სანამ სავალალო შედეგი დამდგარა" - წერს ის.