იქნება თუ არა ,,ოცნების" საპარლამენტო სიის პირველი ნომერი - პრემიერის პასუხი

,,წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერი.

,,ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე ინფორმაციით ,,ქართული ოცნების" სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.