ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცებას ულოცავს.

„აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებთ, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები დინამიურად გაგრძელდება და გაფართოვდება“, - ნათქვამია ილჰამ ალიევის განცხადებაში.