ირაკლი ღარიბაშვილი დღეს "ბრიუსელის ონლაინ ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას

NATO-ს სამიტის პარალელურად, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს "ბრიუსელის ონლაინ ფორუმში".

პანელზე სახელწოდებით - Investing in resilience, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვა.

პრემიერ-მინისტრი ყურადღებას გაამახვილებს ჰიბრიდულ საფრთხეებსა და საქართველოს გამოცდილებაზე მათთან გამკლავების კუთხით, ასევე აქცენტი გაკეთდება ამ საფრთხეების დაძლევისთვის საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული ძალისხმევისა და მხარდაჭერის აუცილებლობაზე.