ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში 17 მარტს შეხვდება. ინფორმაციას ამის შესახებ NATO-ს პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრება NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრას.