ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს ერევანში შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერევანში კოლეგას ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს "სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა", რომელთან დაკავშირებითაც პრემიერმა ღარიბაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. 

პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ ახალი სამშვიდობო ფორმატი ხელს შეუწყობს მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივებზე მსჯელობას, რომელშიც, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.