ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა. მან თანაგრძნობა გამოხატა თურქეთში ხანძრების შედეგად გამოწვეული მსხვერპლისა და ზიანის გამო. საქართველოს სახელით კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა მხარდაჭერისთვის. 

თავის მხრივ, ერდოღანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისათვის.