ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის შესახებ წერს

"საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამა აშშ-საქართველოს უსაფრთხოების ფარგლებში ნაკისრი მტკიცე ვალდებულებაა, რომელიც ქართული ძალების საბრძოლო მზადყოფნას გააუმჯობესებს და შავი ზღვის უსაფრთხოების შემდგომ განმტკიცებას უზრუნველყოფს" , -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

მან შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოაქვეყნა.