ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ასამბლეაზე აფხაზ და ოს საზოგადოებას მიმართა

"მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს: ჩვენი ნამდვილი ძალა თანამშრომლობასა და ერთობაშია, რის გამოც ჩვენს მტრებს უნდა ჩვენი გამიჯვნა და დაშორება", - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს საზოგადოებას მიმართა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისია, ხოლო აქეთა მხარეს ხდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, ახალგაზრდა თაობის წვდომა მსოფლიო კლასის განათლებაზე, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა და აყვავებული ბიზნესი.