ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერები დანიშნა

„დღეს ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ, ქალბატონ თეა წულუკიანსა და ლევან დავითაშვილს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თეა წულუკიანი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის  თანამდებობას იკავებს, ლევან დავითაშვილი კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრია.