ირაკლი კობახიძემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევანი ვაკის 53-ე უბანში დააფიქსირა. მან განაცხადა, რომ დარწმუნებულია, საკუთარი პოლიტიკური გუნდის გამარჯვებაში. 

თქვენ როგორც იცით, არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას ამ ორი თვის განმავლობაში ერთადერთი ესაუბრებოდა იმაზე, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, როგორ წარმოუდგენია მუნიციპალიტეტის განვითარება. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ პოლიტიკურ ძალას და ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.