ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

საუბარი ასევე შეეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და სამომავლო გეგმებს. 

მხარეებმა განიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებებიც. 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.