IRI-ის ოფისში "ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა ჩაინიშნა

დღეს "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება. კონსულტაციებს IRI-ის ოფისი უმასპინძლებს.

შეხვედრაზე, რომელიც 20:00 საათზეა ჩანიშნული, სავარაუდოდ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლების მექანიზმებს განიხილავენ.

ცნობისთვის, დღეს ნიკა მელიამ მიმართვა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში, თუ ამნისტიას გაითხოვენ, მზად არის ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.