ირმა ინაშვილი: კარგი იქნება თუ ეს შეხვედრები პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება

,,მნიშვენელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება", - ამის შესახებ ,,პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. 

,,მოვისმინეთ არჩილის პოზიცია, მე არ მაქვს პრობლემა, რომ არჩილთან მქონდეს კომუნიკაცია, მუდმივად ვართ ჩვენ ხაზზე, როგორ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ასე რომ, თავისთავად, შეხვედრა რომ შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი, ვნახოთ ახლა როგორ წარიმართება პროცესი. დეტალებზე საუბარი ნაადრევია და არაა კორექტული. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. საერთოდ, დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, ამიტომ, მნიშვენელოვანია, რომ ეს შეხვედრა შედგა და კარგი იქნება თუ პოზიტიური შეთანხმებით დამთავრდება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

"ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.