ირმა ინაშვილი რუსთაველის გამზირზე პატრიარქის მხარდასაჭერად აქციას მართავს

რუსთაველის გამზირზე ირმა ინაშვილისა და "პატრიოტთა ალიანსის" აქცია მიმდინარეობს. შეკრებილების თქმით დედაქალაქის მთავარ გამზირზე მათი გამოსვლის მიზეზი ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ თანადგომის გამოხატვაა. 

აქციის ლიდერები ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ასევე სახალხო დამცველი და ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევიან. 

აქციაზე დაანონსებულია საგანგებო განცხადების გავრცელებაც.